სემინარები

პრობლემური აქტივების მართვა. ნატო ჯაბნიძე, ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 20 დეკემბერი, 2017 წელი. 16.00 საათი

1 რა არის პრობლემური აქტივი

პრობლემური აქტივი სხვადასხვა ორგანიზაციისთვის სხვადასხვაა მაგრამ თანხვედრა შინაარსშია  პრობლემურ აქტივებად განვიხილავთ როგორც ფულად რესურს, ფულად მოთხოვნას რომლის დაბრუნებასაც ექმნება ან უკვე შეექმნა მნიშვნელოვანი რისკი, ასევე ისეთ აქტივებსაც რომელიც გადმოცემული იქნა პრობლემური ფულადი რესურსის სანაცვლოდ და რომელთა გამოყენებაც მიზნაშეუწონელი ან შეუძლებელია მისი მიმღების საქმიანობაში.
პრობლემური აქტივების მართვა თავის თავში მოიცავს აქტივების ზუსტ აღწერილობას, ადგილმდებარეობის, საბალანსო და საბაზრო ღირებულებების დადგენას. პრობლემების იდენტიფიკაციას, მათი გადაწყვეტის გზების დასახვას და მათ გადაჭრას.
2 პრობლემური აქტივის  აღმოჩენა

ფინანსური  განყოფილება ყოველთვიური ან კვარტალური ანგარიშგებების საფუძველზე იწყებს ვალების კატეგორიებად დაყოფას. ისინი  ძირითადად 2 კატეგორიად იყოფიან  საყურადღებო და საეჭვო ვალი. ასევე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული ვალის ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში ხდება სწრაფი რეაგირება.

3 პრობლემური აქტივის წარმოქმნის მიზეზის დადგენა

რატომ  შეექმნა ვალს საშიშროება?? რატომ გარდაიქმნა ის პრობლემურ ვალად??

4 პრობლემური აქტივების მართვა

საქართველოს მთავრობამ გაამარტივა აღსრულება და საკუთრების ჩამორთმევა ან გაყიდვა აუქციონის გზით; ცვლილებები ძირითადად გამოიხატა აღსრულების პროცედურების გამარტივებაში, კერძო აღმასრულებელთა ინსტიტუტისა და მოვალეთა რეესტრის ჩამოყალიბებაში.

„საქართველოს კანონი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მხოლოდ იურიდიული პირების გადახდისუუნარობას არეგულირებს. ამგვარი კანონის არსებობა, ფიზიკურ პირს საშუალებას მისცემს მხოლოდ არსებული ქონებით იყოს ანგარიშვალდებული კრედიტორის წინაშე და დღეს არსებული ვალი, მისი გაკოტრების შემთხვევაში, აღარ შეეხოს სამომავლოდ შეძენილ ქონებას.

• საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრობლემური ვალის მართვის ან თავიდან მოშორების მიზნით, ქვეყნები ხშირად იყენებენ აქტივების მართვის კომპანიებს. ეს კომპანიები ახდენენ ბანკების ბალანსზე არსებული  პრობლემური სესხების შესყიდვას, აქტივების რეალიზაციას, ან კორპორატიული ვალების რესტრუქტურიზაციას;

საიდან დავიწყოთ პრობლემური ვალების ამოღებაზე ზრუნვა საკუთარი ძალებით და როგორ?

გამოცდილებამ აჩვენა პრობლემურ ვალზე ჯერ კიდევ  ვალის წარმოშობამდე უნდა ვიზრუნოთ.  სანამ საქონელს კონსიგნაციით (შემდგომი გადახდის პირობით) მივაწოდებთ უნდა ვიცოდეთ

1 რა ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა აქვს ორგანიზაციას

2 ხელშეკრულება

3 მატერიალური პასუხისმგებლობა

4 კონსიგნაციის ვადა და პირობები

მიუხედავად  რისკების დაზღვევისა,  მაინც გაპრობლემდა ვალი-  რა არის შემდგომი  სამოქმედო გეგმა ?

  1. კონკრეტული ობიექტის მომსახურე დისტრიბუტორის ვიზიტი
  2. ფილიალის მენეჯერის ვიზიტი
  3. ვალის აღიარების აქტის შედგენა
  4. იურიდიული განყოფილების ჩართვა
  5. აღსრულება

საბოლოო დასკვნით პრობლემური ვალის წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია:

1.კონსიგნაციის მიმღები ორგანიზაციის ან/და პასუხისმგებელი პირის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

2.  ფულადი რესურსების არასწორი მართვით გამოწვეული პრობლემები.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა